• 03-12-2023
    "ეს ძალიან მარტივია" - რას ამბობს "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ფელიქსზე
    "ეს ძალიან მარტივია" - რას ამბობს "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ფელიქსზე
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ "ბარსელონაში" განათხოვრებული პორტუგალიელი თავდამსხმელის, ჟოაუ ფელიქსის შესახებ ისაუბრა.

    "ჟოაუ ფელიქსი? ჟოაუ "ბარსას" იჯარის წესით შეუერთდა, იქ თამაშობს და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

    თუ მომდევნო წელს "ბარსელონას" მისი შენარჩუნება არ მოუნდება, "ატლეტიკოში" დაბრუნდება. ძალიან მარტივია, არა?"- თქვა სერესომ.

    შეგახსენებთ, რომ 24 წლის თავდამსხმელი "ბლაუგრანაში" მშრალი იჯარითაა გაშვებული. მოარული ხმების თანახმად, მისი გამოსყიდვა კატალონიურ გრანდს 70-80 მილიონი ევრო დაუჯდება.

    ფელიქსი მადრიდის "ატლეტიკოს" დღეს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები