• 07-12-2023
    როგორ შეინარჩუნებს "ბარსა" ფელიქსს - ორი ვარიანტი
    როგორ შეინარჩუნებს "ბარსა" ფელიქსს - ორი ვარიანტი
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოსთან" ჟოაუ ფელიქსის თაობაზე დაიწყებს მოლაპარაკებებს, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო.

    წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" გეგმავს, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ კლუბს 30-40 მილიონი ევრო შესთავაზოს. თუ "როხიბლანკო" ამაზე უარს იტყვის, კატალონიური გრანდი 1-წლიან იჯარაზე იზრუნებს.

    "ბარსა" ამ იჯარის საფასურს გადაიხდის, ფელიქსის ხელფასსაც დაფარავს და ფეხბურთელის 2025 წელს გამოსყიდვის უფლებას მიიღებს.

    პოლო კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ 24 წლის შემტევს მხოლოდ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში სურს თამაში. ფელიქსის აგენტი, ჟორჟე მენდეში ამის უზრუნველსაყოფად მუშაობას უკვე შეუდგა.

    შეგახსენებთ, რომ ჟოაუ "ბარსას" ერთწლიანი, მშრალი იჯარით შეუერთდა.

    ჩავის გუნდში ფელიქსს უკვე 5 გოლი აქვს გატანილი.

    Facebook კომენტარები