• 19-06-2023
    გაირკვა - სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ბათუმის "დინამოდან" "ვოლფსბერგერში" გააგრძელებს
    გაირკვა - სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ბათუმის "დინამოდან" "ვოლფსბერგერში" გააგრძელებს
    Author of the article
    Aa

    სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ბათუმის "დინამოდან" "ვოლფსბერგერში" გააგრძელებს - იტყობინება "GeoTeam".

    წყაროს ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი ახალ კლუბს სანაკრებო შეკრების დასრულებიდან რამდენიმე დღეში შეუერთდება.

    რაც შეეხება კონტრაქტს, ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ცნობები ჯერ არ გავრცელებულა.

    აქვე გეტყვით, რომ "ვოლფსბერგერმა" გასულ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 22 ქულა მოაგროვა და ცხრილში მე-9 პოზიცია დაიკავა.

    ცნობისთვის, ალთუნაშვილი ამ სეზონში ბათუმის "დინამოს" რიგებში 1 გოლითა და 5 საგოლე პასით გამოირჩა.

    Facebook კომენტარები