• 21-12-2023
    თამაში ფინანსური მოგებისთვის! - რა თანხას მიიღებს “ბარსელონა” “ამერიკასთან” თამაშით
    თამაში ფინანსური მოგებისთვის! - რა თანხას მიიღებს “ბარსელონა” “ამერიკასთან” თამაშით

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” დამღლელი წლის ბოლო შეხვედრას მექსიკური გუნდის “ამერიკის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

    ზემოხსენებული შეხვედრა 22 დეკემბერს ქალაქ დალასში გაიმართება.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ალფრედო მარტინესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” აღნიშნული შეხვედრიდან 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

    ცნობისთვის, “ბლაუგრანას” “ამერიკასთან” შეხვედრამდე “ალმერიასთან” მოუწევს დაპირისპირება.

    Facebook კომენტარები