31-03-2022

პიკე ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ფიქრობს

ავტორი
ხერარდ პიკე ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ფიქრობს, - იტყობინება El Mundo.
"ბარსელონას" ცენტრალურ მცველს ბოლომდე ჯერ არაფერი გადაუწყვეტია, მაგრამ თუ არაფერი შეიცვალა, ის ლუის ენრიკეს გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე დაეხმარება
გავრცელებული ცნობების თანახმად, ლუჩო ყატარში "ბლაუგრანას" 7 ფეხბურთელის წაყვანას გეგმავს, თუმცა თუ El Mundo-ს ინფორმაცია გამართლდა, ეს რიცხვი 8-მდე გაიზრდება.
ცნობისთვის, პიკემ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 2018 წელს გამოაცხადა.
"ფურია როხას" მაისური ხერარდმა 109-ჯერ მოირგო და 5 გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თავისი მეტოქეების ვინაობას ხვალ შეიტყობს.
ტეგები:
Facebook კომენტარები