• 15-03-2022
    "სევილია" მარსიალის შენარჩუნებას არ აპირებს - Daily Express
    "სევილია" მარსიალის შენარჩუნებას არ აპირებს - Daily Express

    ანდალუსიაში გადაბარგებულმა ენტონი მარსიალმა "სევილიაში" მოღვაწეობა კარგად დაიწყო, თუმცა ტრავმამ სიტუაცია სრულიად შეცვალა.


    "ესპანიოლთან" მიღებული დაზიანების შემდეგ, მარსიალმა ზედიზედ 3 მატჩი გამოტოვა, დაბრუნების შემდეგ კი დიდ სათამაშო დროს ვერ იღებს.


    Daily Express-ის ცნობით, "სევილიამ" უკვე გადაწყვეტილება მიიღო და ისინი არ შეეცდებიან სეზონის ბოლოს მარსიალის შეძენას.


    კლუბში ფრანგი ფეხბურთელით კმაყოფილები არიან, თუმცა ფიქრობენ, რომ გრძელვადიან გეგმებში მარსიალი არ გამოადგებათ, მთავარი ფაქტორი კი მისი სატრანსფერო ფასია.


    შეგახსენებთ, რომ ენტონი ესპანურ კლუბში მშრალი იჯარით ირიცხება და "სევილიას" მისი გამოსყიდვის უფლება არ გააჩნია, ამიტომ სეზონის ბოლოს ის "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდება.

    Facebook კომენტარები