• 12-11-2022
    პედრი: "მუნდიალზე მაისურის გაცვლას ნეიმართან ვისურვებდი"
    პედრი: "მუნდიალზე მაისურის გაცვლას ნეიმართან ვისურვებდი"
    Aa

    "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა Marca-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მოახლოვებული მსოფლიომ ჩემპიონატის შესახებაც ისაუბრა.


    "ბლაუგრანას" რვიანს ჰკითხეს, თუ რომელ ფეხბურთელთან ისურვებდა მაისურის გაცვლას მუნდიალზე.


    ამ შეკითხვას პედრიმ შემდეგნაირად უპასუხა:


    "დავასახელებდი ნეიმარს, რადგან ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და ბურთით იმას აკეთებს, რაც სურს.


    ნეიმარის მაისურის მიღების შანსი არასდროს მომცემია," - თქვა გონსალესმა.


    სხვათა შორის, იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთიც და ბრაზილიაც თავიანთ ჯგუფებს მოიგებენ და მერვედფინალურ ეტაპს გადალახავენ, მეოთხედფინალში ისინი სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.


    მაშასადამე, პედრის სურვილის ასრულების შანსი არც ისე მცირეა.

    Facebook კომენტარები