• 12-11-2022
    "რომა" ჰექტორ ბელერინით დაინტერესდა
    [/xfgiven_playerads]
    "რომა" ჰექტორ ბელერინით დაინტერესდა
    Aa

    Calciomercato24-ის ინფორმაციით, იტალიური "რომა" ზაფხულში "ბარსელონას" ესპანელი ფლანგელის, ჰექტორ ბელერინის დამატებას შეეცდება.


    27 წლის მარჯვენა მცველი კატალონიურმა გრანდმა ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, თუმცა მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა.


    ჰექტორის თამაშის ხარისხით ჩავი იმდენად უკმაყოფილოა, რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ნომინალურ მარცხენა მცველს, ალეხანდრო ბალდეს აყენებს ხოლმე.


    "არსენალის" ყოფილ ფეხბურთელს "ბარსასთან" კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება, "ჯალაროსის" მისი უფასოდ წაყვანა შეეძლება.


    ცნობისთვის, ჰექტორმა მიმდინარე სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა.

     

    Facebook კომენტარები