02-04-2022

"სევილიასთან" მატჩში ჩავი კუნდეს დააკვირდება

ავტორი
"სევილია" ბენ ბრერეტონ დიასით დაინტერესდა
მარსიალს ზაფხულისთვის პირველი სერიოზული მსურველი ჰყავს - 90MIN
ჩავი ერნანდესი "სევილიასთან" მატჩში ჟიულ კუნდეს აქტიურად დააკვირდება, - იტყობინება SPORT.
წყაროს თანახმად, "ბარსას" თავკაცს ფრანგი მცველი ძალიან მოსწონს და მისი თავის გუნდში ხილვა სურს.
მიუხედავად ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" უფროსობამ ისიც კარგად იცის, რომ "დალაქები" კუნდეს სანაცვლოდ დიდ თანხას მოითხოვენ.
23 წლის ფეხბურთელი Transfermarkt.com-ზე 60 მილიონ ევროდაა შეფასებული, თუმცა ამ ფასმა შეიძლება 80 მილიონსაც უწიოს.
შეგახსენებთ, რომ კუნდეს შეუძლია როგორც ცენტრალურ, ასევე მარჯვენა მცველად თამაში.
მიმდინარე სეზონში ჟიულმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 1 ასისტი. მას ასევე უკავშირებენ ლონდონის "ჩელსისაც".
Facebook კომენტარები