• 22-01-2024
    დიდი ზეიმი გასახდელში - რა თქვეს ფეხბურთელებმა "ბეტისთან" მოგების მერე
    დიდი ზეიმი გასახდელში - რა თქვეს ფეხბურთელებმა "ბეტისთან" მოგების მერე
    ავტორი
    Aa

    "ბარსელონას" მიერ "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება გუნდისთვის იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ვინმეს შეიძლება წარმოედგინა.

    Sport-ის ინფორმაციით, სევილიელთა დამარცხება "ბლაუგრანას" გასახდელში ისე აღნიშნეს, თითქოს ტიტული მოეგოთ. ფეხბურთელები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ზოგიერთები კედლებს ურტყამდნენ, ყვირილით კი ყველა ყვიროდა.

    ესპანური გამოცემა წერს, რომ მოთამაშეთაგან მომდინარე გზავნილი ახლა ასეთია:

    "რა მოხდება, თუ "ატლეტიკს" დავამარცხებთ? ზოგმა ნაადრევად ჩამოგვწერა."

    შემადგენლობის წევრები აღიარებენ, რომ "ბენიტო ვილამარინზე" გამარჯვებამ ისინი იმ კომიდან გამოაფხიზლა, რომელშიც ესპანეთის სუპერთასის ფინალში განცდილი კატასტროფის შემდეგ ჩაცვივდნენ. 

    ბილბაოში მოსალოდნელმა სათასო ჯახმა "ბარსას" მორალური მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გააუმჯობესოს.

    შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის მეოთხედფინალურ შეხვედრას კატალონიელები "სან მამესზე", 25 იანვარს ჩაატარებენ. შეხვედრა თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები