• 26-01-2024
    კლოპი "ბარსელონაში" - ლაპორტას ოცნება თუ რეალობა
    კლოპი "ბარსელონაში" - ლაპორტას ოცნება თუ რეალობა
    Author of the article
    Aa

    ჟოან ლაპორტა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპის ხილვაზე ოცნებობს, - იუწყება SPORT.

    მოარული ხმების თანახმად, ეს ლაპორტას გერმანელი სპეციალისტის "ბლაუგრანას" თავკაცად დანიშვნა ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა, როცა რონალდ კუმანს უშვებდა გუნდიდან, თუმცა კლოპო მაშინ "ლივერპულიდან" წასვლას არც კი განიხილავდა.

    დღეს უკვე ვიცით, რომ იურგენი "ენფილდს" სეზონის ბოლოს დატოვებს, რაც "ბარსას" ხელ-ფეხს უხსნის.

    მიუხედავად ამისა, გერმანელმა ისიც მკაფიოდ განაცხადა, რომ 2024/2025 წლების სეზონში არსად აპირებს მუშაობას. მაშასადამე, თუ ზაფხულში "ბარსელონა" ჩავის დაემშვიდობება, მისი პირდაპირ კლოპით ჩანაცვლება ვერ მოხერხდება.

    თუმცაღა, ლაპორტა რომ ჯიუტი კაცია და თავისი ოცნების ოდესმე ასრულებას მაინც ეცდება, ამაზეც შესანიშნავად მოგვეხსენება.

    Facebook კომენტარები