• 28-01-2024
    ჩავი: "სეზონის დასრულების შემდეგ "ბარსას" დავტოვებ"
    ჩავი: "სეზონის დასრულების შემდეგ "ბარსას" დავტოვებ"
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "ვილიარეალთან" მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ "ბლაუგრანას" თავკაცის პოსტზე უკანასკნელ თვეებს ატარებს.

    "სეზონის დასრულების შემდეგ "ბარსელონაში" აღარ დავრჩები.

    მივაღწიეთ იმ წერტილს, საიდანაც უკან ვერ დაბრუნდები. ცვლილებების დროა. როგორც კულე, ვფიქრობ, რომ ჩემი წასვლის დრო მოვიდა. ხელმძღვანელობას ველაპარაკე. კლუბს 30 ივნისს დავტოვებ.

    ფეხბურთელები უნდა გათავისუფლდნენ. ახლა ისინი ძალიან დაძაბულები არიან.

    გამოფიტული არ ვარ. ენერგია საკმარისად მაქვს. უბრალოდ ვფიქრობ, რომ გუნდს დინამიკის შეცვლა სჭირდება.

    ვფიქრობ, აქ ჩემი ბოლო 4 თვე შეიძლება საკმაოდ კარგი გამოვიდეს. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ლა ლიგისთვის ბრძოლა მაინც შეგვიძლია, მიუხედავად 10-ქულიანი ჩამორჩენისა," - თქვა ჩავიმ.

    შეგახსენებთ, რომ "მაესტრომ" კატალონიური გრანდი 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მან ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.

    Facebook კომენტარები