• 06-02-2024
    ცნობილია - რა თანხას იხდის "ტოტენჰემი" რაფინიას სანაცვლოდ
    ცნობილია - რა თანხას იხდის "ტოტენჰემი" რაფინიას სანაცვლოდ

    გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის "ტოტენჰემი" კატალონიის "ბარსელონას" შემტევის, რაფინიას დამატებით არის დაინტერესებული.

    ამ საკითხზე გამოცემა "Sport"-ი ახალ ცნობებს ავრცელებს.

    წყაროს ინფორმარციით, "დეზები" მზად არიან, რომ 27 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადონ.

    რაც შეეხება კატალონიელთა პოზიციას, ამ საკითხზე მათი აზრი ჯერჯერობით უცნობია.

    აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები