• 22-06-2023
    "ტოტენჰემი" ლანგლეში 5 მილიონ ევროს იხდის
    "ტოტენჰემი" ლანგლეში 5 მილიონ ევროს იხდის
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" და ლონდონის "ტოტენჰემი" კლემან ლანგლეს ტრანსფერზე შეთანხმებას უახლოვდებიან, - იუწყება Mundo Deportivo.

    ჟურნალისტ ფერან კორეასის ინფორმაციით, "დეზები" ფრანგ ცენტრალურ მცველში 5 მილიონ ევროს იხდიან. "ბლაუგრანას" ტრანსფერის დახურვა 30 ივნისამდე სურს.

    მოლაპარაკებები პროგრესირებს, თუმცა შეთანხმების მისაღწევად კიდევ რამდენიმე შეხვედრა იქნება საჭირო.

    28 წლის ფეხბურთელის გაშვება "ბარსასთვის" კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც ირკვევა, კლემანთან დამშვიდობებით კლუბის სახელფასო განაკვეთი 16 მილიონი ევროთი შემცირდება.

    შეგახსენებთ, რომ ლანგლე გასულ სეზონში სწორედ "ტოტენჰემში" იყო განათხოვრებული. "სპურსის" მაისურით ჩატარებულ 35 მატჩში მან 1 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.

    ლონდონურ კლუბს კლემანის 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობაც ჰქონდა, მაგრამ კლუბმა ამით არ ისარგებლა.

    Facebook კომენტარები