• 23-06-2023
    გოჩოლეიშვილით კვიპროსული გუნდი ინტერესდება - ახალი ცნობები
    გოჩოლეიშვილით კვიპროსული გუნდი ინტერესდება - ახალი ცნობები

    დონეცკის "შახტარისა" და საქართველოს ნაკრების განაპირა მცველით, გიორგი გოჩოლეიშვილით კვიპროსული გუნდი ინტერესდება, ინფორმაციას "24Sports" ავრცელებს. 

    წყაროს ცნობით, "აპოლონი", რომელმაც გასულ წელს კვიპროსის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა, გიორგის დამატებით მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს.

    ეს ტრანსფერი მარტივი შესასრულებელი არ იქნება, რადგან გოჩოლეიშვილი ახლახანს შეურთდება უკრაინულ გუნდს, პლიუს ამას ის კვიპროსში თამაშს არ განიხილავს.

    როგორც ჩანს, "აპოლონის" ხელმძღვანელობა მცველით, საქართველო კიპრის მატჩში მოიხიბლა.

    Facebook კომენტარები