• 23-06-2023
    მორიგი აღიარება! - საბა საზონოვი ევროპის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
    მორიგი აღიარება! - საბა საზონოვი ევროპის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში პორტუგალიას 2:0 სძლია.

    აღნიშნულ შეხვედრაში “ჯვაროსნების” მხრიდან ერთ-ერთი გოლის ავტორი ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი გახდა.

    Sofascore-ს ვერსიით, საბა ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. ახალგაზრდა მცველმა ცნობილი სააგენტოსგან 7.8 შეფასება დაიმსახურა.

    ცნობისთვის, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მომდევნო შეხვედრას 24 ივნისს ბელგიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

    აქვს გეტყვით იმასა, რომ საბა სახონოვის შეძენით “ჰამბურგი”, “ლაციო” და კიდევ ერთი ევროპული გუნდია დაინტერესებული.

    Facebook კომენტარები