• 23-06-2023
    ცნობილია! - ვინ დაიცავს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კარს ბელგიის წინააღმდეგ
    ცნობილია! - ვინ დაიცავს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კარს ბელგიის წინააღმდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პორტუგალიას სძლია.

    აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კარს თბილისის “დინამოს” მეკარე, ლუკა კუტალაძე იცავდა.

    21-წლამდე ნაკრების თავკაცმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ბელგიის წინააღმდეგ საქართველოს კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

    ცნობისთვის, შეხვედრა 24 ივნისს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

    Facebook კომენტარები