• 13-02-2024
    ლაპორტას სუპერვარსკვლავი უნდა - გაისმა ლეაუს გვარი
    ლაპორტას სუპერვარსკვლავი უნდა - გაისმა ლეაუს გვარი
    Author of the article
    Aa

    ჟოან ლაპორტას უნდა, რომ ფეხბურთელები გაყიდოს, "ლა მასიას" ენდოს და ერთი სუპერვარსკვლავი შეიძინოს, - იუწყება SPORT.

    წყაროს თანახმად, ერთ-ერთი ვარიანტი "მილანის" პორტუგალიელი გარემარბი, რაფაელ ლეაუ იქნება. "როსონერი" 23 წლის ფეხბურთელს 150 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა მოლაპარაკებებით ფასის შემცირება შესაძლებელი იქნება.

    როგორც ჩანს, "ბლაუგრანაში" ფიქრობენ, რომ ლომბარდიელთათვის მისაღები წინადადების მომზადება შეუძლია.

    სხვათა შორის, "ბარსა" რომ სერია ა-ში მოთამაშე არაიტალიელ გარემარბს უმიზნებს, ამაზე ჟერარ რომერომაც თქვა. მართალია, მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვისზეა საუბარი, მაგრამ რაფაელი ყველაზე რეალურ კანდიდატად უნდა მივიჩნიოთ.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ხელსაყრელი უნდა იყოს ის გარემოებაც, რომ ლეაუს აგენტი ლაპორტას ახლო მეგობარი, ჟორჟე მენდეში გახლავთ.

    აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში რაფამ თავი 6 გოლითა და 9 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები