• 16-02-2024
    კვარაცხელია “ნაპოლის” დატოვებს? - საინტერესო ინფორმაცია
    კვარაცხელია “ნაპოლის” დატოვებს? - საინტერესო ინფორმაცია

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით არაერთი ტოპ გუნდი ინტერესდება.

    დიდი შანსია, რომ კვარამ სეზონის ბოლოს “პარტენოპეი” დატოვოს.

    გავლენიანმა ბრიტანულმა სააგენტომ, Sky Italia-მ ხვიჩას შესახებ საინტერესო სტატია შემოგვთავაზა:

    “არ არის გამორიცხული, რომ სეზონის ბოლოს კვარამ ნაპოლი დატოვოს. პარტენოპეიმ ჰამედ ტრაორე იყიდა და ის ხვიჩას შემცვლელად მოიაზრება. ტრაორე გუნდში იჯარითაა, თუმცა ნაპოლის მისი გამოსყიდვის უფლება აქვს. ზაფხულში კვარაცხელიას თაობაზე შეთავაზებები იქნება და მისი წასვლის დიდი შანსია. აქედან გამომდინარე, ტრაორემ წელს შანსი უნდა მიიღოს, რათა შესაძლებლობები დაამტკიცოს. მან ხვიჩა ღირსეულად უნდა ჩაანაცვლოს”. - წერს Sky Italia.

    ცნობისთვის, ხვიჩა ბოლო დროს კატალონიის “ბარსელონას” დაუკავშირეს.

    Facebook კომენტარები