• 21-02-2024
    გრიზმანი: "ოლიმპიადაზე სათამაშოდ ყველაფერს გავაკეთებ"
    გრიზმანი: "ოლიმპიადაზე სათამაშოდ ყველაფერს გავაკეთებ"
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე მონაწილეობის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა.

    "ყველაფერს გავაკეთებ, რომ ოლიმპიადაზე ვითამაშო. ის, რომ თამაშები პარიზში ტარდება, განსაკუთრებული რამააა.

    ჩემს სხეულს კარგად ვიცნობ. გუნდში უმაღლესი დონის ფიზიოთერაპევტები გვყავს და სანერვიულო არაფერია. "ატლეტიკოს" უფროსობას გავესაუბრები და ვნახოთ, თუ დამრთავენ ნებას," - უთხრა 32 წლის ვარსკვლავმა Le Monde-ს.

    წესების თანახმად, ოლიმპიურ თამაშებზე ეროვნული ნაკრებები 23-წლამდე ფეხბურთელებით კომპლექტდება, თუმცა განაცხადში შესაძლებელია 3 უფროსი მოთამაშის ჩაწერაც. 

    პარიზში ოლიმპიადა 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე ჩატარდება. იქამდე კი საფრანგეთს ევრო 2024 ელის, სადაც გრიზმანი ასევე წამყვანი ფიგურა უნდა იყოს. საინტერესო იქნება იმის ხილვა, რამდენად შეძლებს ანტუანი ორი სანაკრებო ტურნირის ზედიზედ ჩატარებას.

    შეგახსენებთ, რომ გრიზმანს "მამლების" მაისურით 127-ჯერ აქვს ნათამაშები.

    Facebook კომენტარები