• 21-02-2024
    ხვიჩას განეიტრალებას დღეს არაუხოს დაავალებენ
    ხვიჩას განეიტრალებას დღეს არაუხოს დაავალებენ
    Author of the article
    Aa

    ჩავი ერნანდესი დღეს რონალდ არაუხოს მარჯვენა მცველად დაყენებაზე ფიქრობს, - იუწყება Mundo Deportivo.

    წყაროს თანახმად, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს სურს, რომ "ნაპოლის" 23 წლის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალება სწორედ ურუგვაელ მცველს დააკისროს.

    ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა არაუხო მეტოქის გარემარბის გასაჩერებლად პოზიციას იცვლის. ჩავი ამ ხერხს ხშირად მიმართავდა "ელ კლასიკოებში", სადაც რონალდს ვინისიუსის მეურვეობა უწევდა. ამას რამდენჯერმე გაუმართლებია კიდეც.

    რაც შეეხება დაცვის ცენტრს, MD იქ პაუ კუბარსისა და ინიგო მარტინესის წყვილს ელოდება.

    მართალია, 17 წლის მცველის გამოუცდელობა წესით გასათვალისწინებელი ფაქტორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩავი ფსონს პაუს კარგ ფორმაზე ჩამოვა. სათადარიგოთა სკამზე დარჩენა კი ჟიულ კუნდეს მოუწევს.

    შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები