• 21-02-2024
    ლევანდოვსკი და ჩავი ლა ლიგის თვის საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ
    ლევანდოვსკი და ჩავი ლა ლიგის თვის საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ
    Author of the article
    Aa

    ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესოს ჯილდოს ნომინანტების სია დღეს გამოქვეყნდა და მასში "ბარსელონას" 2 წარმომადგენელს ვხედავთ.

    ესპანეთის ჩემპიონატის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებს "ბლაუგრანას" პოლონელი გოლეადორი, რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც მიმდინარე თვეში ჩატარებულ 3 მატჩში 4 გოლი გაუტანა.

    რობერტს კონკურენციას გაუწევენ:

    ფედერიკო ვალვერდე (რეალი)

    მარკოს ლიორენტე (ატლეტიკო)

    იური ბერჩიჩე (ატლეტიკი)

    ანტე ბუდიმირი (ეიბარი)

    თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე წარდგენილია ჩავი ერნანდესი. "მაესტროსთან" ერთად ნომინანტებში ერნესტო ვალვერდე (ატლეტიკი) და კიკე სანჩეს ფლორესი (სევილია) მოხვდნენ.

    Facebook კომენტარები