28-12-2022

[/xfgiven_playerads]
"რეალმა" თვალი ალფონსო დევისს დაადგა

ავტორი
ბენზემას კარიერის დასრულება "რეალში" სურს
გუარდიოლა: "ჩემი ყველაზე ცუდი მარცხი 2014 წელს რეალთან განვიცადე"
დღეს გამოცემა Diario AS-მა მადრიდის "რეალის" სატრანსფერო გეგმაზე ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, მადრიდელები ამ მომენტისთვის მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელს აკვირდებიან და მის დამატებას, სავარაუდოდ, 2024 წლის ზაფხულში შეეცდებიან.
საუბარია "რეკორდმაისტერის" მარცხენა მცველზე, ალფონსო დევისზე, რომელიც "ბლანკოსში" ფერლან მენდის შემცვლელად განიხილება.
რაც შეეხება კანადელი ფეხბურთელის სიტუაციას, მას კლუბთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, თუმცა გერმანელები მარცხენა გარემარბთან ახალი ხელშეკრულებას გაფორმებას უკვე ცდილობენ.
აქვე გეტყვით, რომ Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით, დევისის ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში კანადელმა 4 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.
ტეგები:
Facebook კომენტარები