• 25-02-2024
    სუპერტალანტი მალიში დაბრუნდა - "ბარსელონას" გეგმა ცნობილია
    სუპერტალანტი მალიში დაბრუნდა - "ბარსელონას" გეგმა ცნობილია
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონაში" გავლილი სინჯების მერე იბრაჰიმ დიარა უკან, მალიში დაბრუნდა, - იუწყება Diario Sport-ის ჟურნალისტი, ტომას ანდრეუ.

    17 წლის ტალანტმა ივარჯიშა როგორც "ბარსას" ახალგაზრდულ გუნდთან, ასევე "ბარსა ატლეტიკთან" ერთად. იბრაჰიმამ სრულად გაამართლა ის მოლოდინი, რაც მწვრთნელებს მასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

    შემტევი ნახევარმცველი გამოირჩევა თავისი სისწრაფითა და მობილურობით.

    "ბარსელონა" გეგმავს, რომ დიარა გუნდში მომავალ ზაფხულსვე ჩარიცხოს. ახლა იბრაჰიმას გარემოცვასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამისი ფორმულის საპოვნელად, რადგან მალელი სრულწლოვანი მხოლოდ დეკემბერში ხდება.

    იბრაჰიმა ახლა Academie Africa Footie-ს საკუთრებაა. იგი მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ.

    Facebook კომენტარები