• 26-02-2024
    "ევერტონს" დაკლებული 10 ქულიდან 4 დაუბრუნეს
    "ევერტონს" დაკლებული 10 ქულიდან 4 დაუბრუნეს
    Author of the article
    Aa

    მერსესაიდულ "ევერტონს" ფინანსური რეგულაციების დარღვევის გამო ჩამოკლებული 10 ქულიდან 4 დაუბრუნეს, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად მოხდა.

    10-ქულიანი სანქცია "კანფეტებს" გასული წლის ნოემბერში დაეკისრათ. ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მკაცრი სასჯელი ლივერპულელებმა უმალვე გაასაჩივრეს და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს.

    "ევერტონის" დასჯის მიზეზი შემდეგნაირი გახლდათ: პრემიერ ლიგის ფინანსური წესების თანახმად, დაუშვებელია, რომ კლუბმა 3-წლიან პერიოდში 105 მილიონ ფუნტ სტერლინგზე დიდი ზარალი განიცადოს, "კანფეტების" ანგარიშებში კი წაგებაზე დახურული ზედიზსედ 5 წელი და 430 მილიონი ფუნტის მინუსი აღმოჩნდა.

    მერსესაიდელთა წინააღმდეგ ამა წლის იანვარში კიდევ ერთი საქმე აღიძრა, კვლავ ამ რეგულაციების დარღვევის თაობაზე, თუმცა სასჯელი ჯერ არ გამოცხადებულა.

    აქვე ვახსენოთ, რომ ოთხქულადამატებული "ევერტონი" გასავარდნ ზონას კიდევ უფრო მოშორდა. შონ დაიჩის გუნდი ახლა მე-15 ადგილზეა და მე-18 პოზიციაზე მყოფ "ლუთონს" 6 ქულით უსწრებს.

    Facebook კომენტარები