• 24-06-2023
    "იუნაიტედი" კეინისთვის ბრძოლას გამოეთიშა - რა შემთხვევაში ეცდება გუნდი მის შეძენას
    "იუნაიტედი" კეინისთვის ბრძოლას გამოეთიშა - რა შემთხვევაში ეცდება გუნდი მის შეძენას
    ავტორი
    Aa

    Daily Mail-ის განახლებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჰარი კეინისთვის ბრძოლას საბოლოოდ გამოეთიშა.

    ერიკ ტენ ჰაგს ძალიან მოსწონს ინგლისელი ფორვარდი, თუმცა კლუბს მოთხოვნილი თანხის გადახდა არ შეუძლია.

    "ტოტენჰემს" კეინის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის მიღება სურს, რაც "იუნაიტედს" ებევრება.

    ამის გამო, "მანჩესტერი" სხვა კანდიდატურებს განიხილავს და ჰარის შეეშვა, თუმცა დაბრუნების შანსი ისევ არსებობს.

    იმ შემთხვევაში, თუ "დეზები" მოთხოვნილ თანხას 80 მილიონამდე შეამცირებენ, მაშინ "მანჩესტერი" ისევ შეეცდება მის დამატებას.

    Facebook კომენტარები