• 28-02-2024
    "ბარსელონას" "ნაპოლის" გაგდება სასიცოცხლოდ სჭირდება
    "ბარსელონას" "ნაპოლის" გაგდება სასიცოცხლოდ სჭირდება
    Author of the article
    Aa

    ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა "ბარსელონას" ეკონომიკური გეგმის შესასრულებლად ფუნდამენტურ ამოცანას წარმოადგენს, - წერს Mundo Deportivo.

    მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური გრანდი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ამ ეტაპზე ბოლოს 2020 წელს იმყოფებოდა, კლუბის ხელმძღვანელობას ბიუჯეტში სწორედ მეოთხედფინალში გასვლის გაწერა არასდროს შეუწყვიტავს.

    "ნაპოლის" გამოთიშვა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" უეფასგან 10.6 მილიონ ევროს მოუტანს.

    გარდა ამისა, დიდი ალბათობით, მეოთხედფინალში "ბარსას" მეტოქე დიდი ევროპული გრანდი იქნება, მასთან შეხვედრა კი "მონჟუიკს" აუცილებლად გაავსებს. სტადიონის გავსებისგან მიღებული შემოსავალი კლუბს ასევე დიდ დახმარებას გაუწევს.

    შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და "ნაპოლის" განმეორებითი დაპირისპირება 12 მარტსაა ჩანიშნული.

    Facebook კომენტარები