"ბარსელონას" ზაფხულში რამდენიმე ძვირადღირებული ფეხბურთელის გაყიდვა დასჭირდება, მაგრამ გუნდის დატოვება არავის სურს, - წერს SPORT.
ფრენკი დე იონგმა და რონალდ არაუხომ "ბლაუგრანაში" დარჩენის სურვილი ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებებში გამოავლინეს, დღეს კი მათ რიცხვს ანდრეას კრისტენსენიც შეუერთდა.
"მე არსად ვაპირებ წასვლას. საერთოდ არა. ვიცოდი, თუ სად მოვდიოდი, როცა "ბარსას" შევუერთდი. ძალიან ბედნიერი ვარ და სხვა არაფერზე ვფიქრობ, გარდა კარიერის აქ გაგრძელებისა.
როცა ჩემნაირმა ადამიანმა იცის რა მოხდება, თავს მშვიდად გრძნობს. დანარჩენი ხმაურია. კი, სეზონი ცუდად მიდის, მაგრამ დანებება არ მინდა," - უთრა დანიელმა მცველმა TV2 Sport-ს.
გასაყიდთა სიაში შეიძლება რაფინიაც განვიხილოთ, თუმცა ბრაზილიელ გარემარბს გუნდში კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გატარება უნდა და წასვლაზე არც ის ფიქრობს.
არადა, ლა ლიგის პრეზიდენტს, ხავიერ ტებასს თუ დავუჯერებთ, ორი მოთამაშის დიდ თანხად გაყიდვა კლუბს ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებულ პრობლემებს მოუგვარებდა.