• 01-03-2024
    ლანგლეს "ასტონ ვილაში" დარჩენის კარგი შანსი აქვს
    ლანგლეს "ასტონ ვილაში" დარჩენის კარგი შანსი აქვს

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ბირმინგემის "ასტონ ვილაში" განათხოვრებული კლემან ლანგლეს სიტუაციით კმაყოფილია და მისი ტრანსფერის განხორციელებასაც არ გამორიცხავს.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ოპტიმიზმი იმაზეა დაფუძნებული, რომ ფრანგი მცველი "ვილანების" სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.

    ინგლისში ამბობენ, რომ "ასტონ ვილა" კლემანს ან გამოისყიდის ან კიდევ ერთი წლით ინათხოვრებს.

    "ლომებს" 28 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ აქვთ. როგორც ირკვევა, მისით იტალიური კლუბებიც არიან დაინტერესებულნი.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში კლემანმა თავი 1 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები