• 01-03-2024
    "ბარსელონაში" ვირცზე ფიქრი დაიწყეს
    "ბარსელონაში" ვირცზე ფიქრი დაიწყეს
    Author of the article
    Aa

    ლევერკუზენის "ბაიერის" 20 წლის ნახევარმცველი, ფლორიან ვირცი მომდევნო სატრანსფერო ფანჯრებზე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება და ამის თქმა აქედანვე შეიძლება.

    SPORT-ს თუ დავუჯერებთ, გერმანელით დაინტერესებულია "ბარსელონაც", რომელმაც უკვე დაიწყო ვირცის ტრანსფერის განსახორციელებელი ფორმულის ძიება.

    "ფარმაცევტები" ფლორიანს 80-100 მილიონ ევროდ დააფასებენ, რაც კატალონიური გრანდისთვის სერიოზული ბარიერია.

    მიუხედავად ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვთ, რადგან გუშინ ვირცის მამამ დაადასტურა, რომ მისი შვილი "ბაი არენაზე" კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2026 წლის ივლისამდე დარჩება.

    "ბლაუგრანას" დამატებითი დრო ეძლევა, რათა ფინანსური სიტუაცია გამოისწოროს, ხოლო როცა "ლევერკუზენის" ვარსკვლავი გუნდის გამოსაცვლელად მზად იქნება, სატრანსფერო ბრძოლაში სრული ძალებით ჩაერთოს.

    შეგახსენებთ, რომ ფლორიანს მიუნხენის "ბაიერნს", "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულს" უკავშირებენ.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში ვირცმა 8 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.

    Facebook კომენტარები