

როგორც იცით, გუშინ მადრიდის "რეალი" ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში "ვალენსიას" დაუპირისპირდა და მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა.
ამ შეხვედრის შემდეგ "ბლანკოსის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.
"ძალიან რთული თამაში იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში დიდი შეცდომა დავუშვით."
"აშკარაა, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დასვენებულები არ არიან, დროთა განმავლობაში უკეთესები ვიქნებით.
"კამავინგა და ვასკესი დაშავდნენ. ედუარდომ მუხლის, ხოლო ლუკასმა ტეფის არეში მიიღო დაზიანება.
"კარვახალი და მენდი სრულად გამოჯანმრთელებულნი არიან და ფინალისთვის მზად არიან.
"პენალტები? პირველი ორი თერთმეტმეტრიანისთვის საუკეთესო დამრტყმელები ავირჩიე, ბენზემა და მოდრიჩი. ისინი ყველაზე გამოცდილები არიან.
"ბოლო თერთმეტმეტრიანი ვინისიუსის იყო. კარგია, რომ მას დარტყმა არ მოუწია (იცინის)", - თქვა იტალიელმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალი 15 იანვარს გაიმართება. მასში "რეალს" მეტოქედ ან "ბარსელონა" ეყოლება, ან "რეალ ბეტისი".