• 12-01-2023
    კურტუა: "მატჩამდე კავანის პენალტების ვიდეოს ვუყურე"
    [/xfgiven_playerads]
    კურტუა: "მატჩამდე კავანის პენალტების ვიდეოს ვუყურე"
    Aa

    ესპანეთის სუპერთასის პირველი ნახევარფინალური მატჩის გმირი მადრიდის "რეალის" მეკარე, ტიბო კურტუა გახდა, რომელმაც ჯერ დამატებით დროში იხსნა "ბლანკოსი" აშკარა მარცხისგან, შემდეგ კი პენალტების სერიაში მოიგერია გადამწყვეტი პენალტი.


    ფინალის საგზურის მოპოვების შემდეგ ტიბომ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.


    "ამ თამაშში ძალიან ბევრი საქმე არ მქონია, თუმცა გუნდისთვის დახმარებას ყველანაირად ვეცადე.


    ფინალში ჩემი მიზანი კარის მშრალად შენახვა იქნება. იმედია, ამას შევძლებ.


    "ბარსელონა" თუ "ბეტისი"? არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ვარიანტში რთული თამაში გველის.


    მართალია, ჩვენ არ გვივარჯიშია პენალტების სერიაში. მატჩამდე კავანის პენალტების ვიდეოებს ვუყურე", - თქვა ბელგიელმა.

    Facebook კომენტარები