• 08-03-2024
    მერინოსთვის "ატლეტიკო" და "იუვენტუსი" იბრძოლებენ
    მერინოსთვის "ატლეტიკო" და "იუვენტუსი" იბრძოლებენ
    Author of the article
    Aa

    "რეალ სოსიედადს" ზაფხულში თავისი საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება ძალიან უნდა გაუჭირდეს. ეს ამოცანა კიდევ უფრო გართულდება, თუ ბასკური გუნდი ევროტურნირების მიღმა დარჩება.

    დღეს "ჩური ურდინის" 25 წლის ნახევარმცველის, მიკელ მერინოს მსურველების შესახებ დაიწერა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანელ შუახაზელს მადრიდის "ატლეტიკო" უმიზნებს, Gazzetta dello Sport კი ტურინის "იუვენტუსის" ინტერესს ირწმუნება.

    მადრიდულ გრანდში ასევე მოსწონთ "სოსიედადის" გამოცდილი მცველი, რობინ ლე ნორმანი.

    აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოსა" და "იუვენტუსის" საზაფხულო ურთიერთობა მხოლოდ მერინოს გარშემო არ იტრიალებს. როგორც ირკვევა, "ბიანკონერიმ" თვალი რეინილდოს დაადგა.

    "როხიბლანკოს" 30 წლის მცველს "ზებრები" ალექს სანდროს პოტენციურ შემცვლელად მიიჩნევენ.

    მიმდინარე სეზონში რეინილდომ სულ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა. რაც შეეხება მერინოს, 35 მატჩში მისი მონაგარი 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები