• 10-03-2024
    იქნება თუ არა ფერანი "ნაპოლისთან" - ბოლო ცნობები
    იქნება თუ არა ფერანი "ნაპოლისთან" - ბოლო ცნობები
    Author of the article
    Aa

    ფერან ტორესი ხვალ გუნდთან ერთად ივარჯიშებს, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი.

    იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი თავდამსხმელი თავს კარგად იგრძნობს, იგი "ნაპოლისთან" მატჩში მონაწილეობას შეძლებს. თუ ასე არ იქნა, ფერანს მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრამდე მოუწევს დაცდა.

    ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს "ბარსელონა" სამშაბათს ჩაატარებს, "ვანდა მეტროპოლიტანოს" კი კვირას ეწვევა.

    შეგახსენებთ, რომ ფერანმა ტრავმა "ოსასუნასთან", 31 იანვარს გამართულ მატჩში მიიღო.

    მიმდინარე სეზონში ტორესის მონაგარი 11 გოლსა და 4 ასისტს შეადგენს.

    Facebook კომენტარები