• 11-03-2024
    დიასი "ბარსელონას" 140 მილიონ ევროდ დაუფასეს
    დიასი "ბარსელონას" 140 მილიონ ევროდ დაუფასეს
    Author of the article
    Aa

    ჟოან ლაპორტა დღეს ლუის დიასის აგენტს შეხვდა, - იუწყება SPORT.

    El heraldoco-ს ინფორმაციით, "ლივერპულის" კოლუმბიელი შემტევის აგენტმა "ბარსელონას" ის თანხაც დაუსახელა, რისი გადახდაც მოუწევს კლუბს თუ 25 წლის გარემარბის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.

    როგორც ირკვევა, 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიასის ყიდვა 120-140 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელია.

    ცხადია, "ბლაუგრანასთვის" ფეხბურთელში მსგავსი თანხის გადახდა ახლა წარმოუდგენელი ამბავია.

    არადა, ლუისის მამამ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შვილი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურის მორგებაზე ოცნებობს.

    ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 38 მატჩში კოლუმბიელმა 11 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები