• 13-03-2024
    რბოლა გრძელდება - რა შემთხვევაში გაასწრებს "ბარსა" "ატლეტიკოს"
    რბოლა გრძელდება - რა შემთხვევაში გაასწრებს "ბარსა" "ატლეტიკოს"
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "ნაპოლის" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:2 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. გარდა ტურნირის შემდეგ სტადიაზე გასვლისა, კატალონიელებმა გუშინ მსოფლიოს 2025 წლის საკლუბო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსიც შეინარჩუნეს.

    ამ ტურნირზე მოსახვედრად "ბარსას" ორი გზა აქვს. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ან ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება უნდა მოიგონ, ან საერთო რეიტინგში მადრიდის "ატლეტიკოს" გადაასწრონ.

    ცხადია, "როხიბლანკოსთვის" ჯობნა კატალონიელებს გაცილებით რეალურ ამოცანად წარმოუდგენიათ. SPORT გვთავაზობს "ბარსასთვის" სასურველ სცენარს, რომელიც გუნდს საკლუბო მუნდიალზე გაამგზავრებს:

    "თუ "ატლეტიკო" ამაღამ "ინტერთან" წააგებს, "ბარსამ" მეოთხედფინალში მინიმუმ ერთი მატჩი უნდა მოიგოს და ერთიც ფრედ დაასრულოს და ნახევარფინალში გავიდეს. საკლუბო მუნდიალის საგზურს კატალონიელები ასე მიიღებენ.

    თუ მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა, საუდის არაბეთში "ატლეტიკო" გაემგზავრება, რისი მიზეზიც მათი უკეთესი რეიტინგია."

    შეგახსენებთ, რომ FIFA-ს განახლებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი პირველად აშშ-ში გაიმართება. შეერთებული შტატები მას 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები