• 18-01-2023
    "აიაქსმა" ოკამპოსი "სევილიაში" გააბრუნა
    "აიაქსმა" ოკამპოსი "სევილიაში" გააბრუნა
    Aa

    ამსტერდამის "აიაქსმა" ანდალუსიური "სევილიადან" ზაფხულში ნათხოვარი ლუკას ოკამპოსი გუშინ ისევ ანდალუსიაში გააბრუნა.


    გამოცდილი გარემარბი ამსტერდამში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს გადაბარგდა. "ღვთის შვილები" ლუკასის შეძენას აპირებდნენ, თუმცა ხელმძღვანელობამ ამ ოპერაციაზე ბოლო მომენტში თქვა უარი და გარიგება იჯარის სახით შედგა. 


    როგორც ჩანს, ნიდერლანდური გრანდის ეს გადაწყვეტილება სავსებით სწორი იყო, რადგან ოკამპოსმა "იოჰან კრუიფ არენაზე" თავი ვერაფრით გამოიჩინა.


    ოკამპოსის ამსტერდამული თავგადასავლის კრახზე ისიც მეტყველებს, რომ მან ამ გუნდის მაისურით 113 წუთი ითამაშა.


    28 წლის თავდამსხმელს "სევილიაში" მწვრთნელად თავისი თანამემამულე, ხორხე სამპაოლი დახვდება, ამიტომ "დალაქების" რიგებში მას გაცილებით უკეთესი სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეს.

    Facebook კომენტარები