• 14-03-2024
    “უმარი ჩემს შესახებ ცუდად საუბრობს” - რა განცხადება გააკეთა მერაბ დვალიშვილმა
    “უმარი ჩემს შესახებ ცუდად საუბრობს” - რა განცხადება გააკეთა მერაბ დვალიშვილმა

    როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლუ, უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც ხაბიბის ბიძაშვილი გახლავთ აქტიურად იწვევს მერაბ დვალიშვილს.

    “ქართველმა მანქანამ” MMA Junkies-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადავ უმარზე ისაუბრა:

    “უმარი დაღესტნელი ბიჭი და კარგი მებრძოლია, თუმცა მას სერიოზულ მეტოქესთან შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია. დებიუტიდან რამდენიმე

    ბრძოლა ჩაატარა და ახლა ქამრისთვის შეხვედრა ითხოვს. მის გარდა ჩვენს წონაში არიამ სხვა სპორტსმენები, რომლებსაც კარგი მოგებათა სერია აქვთ და უფრო იმსახურებენ სატიტულო ბრძოლას.

    უმარი ახლა ტოპ 10-იდან რომელიმე მებრძოლს უნდა ეჩხუბოს, შემდეგ კი ტოპ 5-იდან. მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხებს ქამრისთვის ბრძოლას. კარგი ბიჭია მომწონს და პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს შესახებ ცუდად საუბრობს, ისევე როგორც ყველას მიმართ. არ ვამბობ, რომ ცუდი მებრძოლია, მაგრამ მოდი ჯერ კარგ მებრძოლს ეჩხუბოს და შემდეგ გამოიწვიოს საუკეთესო”. - განაცხადა დვალიშვილმა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები