• 14-03-2024
    "მანჩესტერ იუნაიტედი" 3 "ბარსელონელით" ინტერესდება
    "მანჩესტერ იუნაიტედი" 3 "ბარსელონელით" ინტერესდება

    "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" სპორტულმა დირექტორებმა მადრიდში მდებარე რესტორანში ისადილეს, მათ შეხვედრაზე განხილული საკითხები კი ესპანური პრესის მოკვლევის საგანია.

    გუშინ გაჟღერდა, რომ "წითელი ეშმაკების" წარმომადგენელს კონკრეტული სახელები არ უხსენებია, მაგრამ თუ Daily Express-ს დავუჯერებთ, მან "ბარსას" 3 ფეხბურთელისადმი გამოხატა ინტერესი.

    მანკუნიელთა რადარზე "ბლაუგრანას" შემდეგი მოთამაშეები აღმოჩნდნენ:

    ფრენკი დე იონგი

    ანსუ ფატი

    ალეხანდრო ბალდე

    ჩამოთვლილთაგან "ბარსას" დატოვების ყველაზე დიდი შანსი ანსუს აქვს, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად ისურვებენ "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები ტრავმებისადმი მიდრეკილი თავდამსხმელის დამატებას. რაც შეეხებათ ბალდესა და დე იონგს, "მანჩესტერ იუნაიტედს" მათზე თვალი უკვე დიდი ხანია უჭირავს.

    Facebook კომენტარები