• 15-03-2024
    გაირკვა - რა რეაქცია ჰქონდათ ფეხბურთელებს "პსჟ-სთან" შეხვედრაზე
    გაირკვა - რა რეაქცია ჰქონდათ ფეხბურთელებს "პსჟ-სთან" შეხვედრაზე
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "პარი სენ ჟერმენს" დაუპირისპირდება. ეს დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარებული წილისყრის შედეგად დადგინდა.

    ჟურნალისტმა ალექს პინტანელმა "პსჟ-სთან" შეხვედრაზე "ბლაუგრანას" ფეხბურთელთა რეაქციის შესახებ მოგვაწოდა ცნობები.

    წყაროს თანახმად, როცა წილისყრამ მათ მეტოქედ ფრანგული გუნდი არგუნათ, მოთამაშეებს არ უზეიმიათ, თუმცა ისინი უკმაყოფილოები ნამდვილად არ არიან.

    ცხადია, "მანჩესტერ სიტისთან", "რეალთან" ან "ბაიერნთან" შედარებით, ლუის ენრიკეს კოლექტივი "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" გაცილებით მისაღები მეტოქე გახლდათ.

    აქვე გეტყვით, რომ "პარკ დე პრენსზე" ეს გუნდები ერთმანეთს 10 აპრილს შეხვდებიან, 16 აპრილს კი "ბარსელონა" - "პსჟ-ს" "მონჟუიკი" უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები