• 20-01-2023
    კოპა დელ რეის 1/4-ფინალური წილისყრა - ვის შეხვდებიან "ვალენსია" და მამარდაშვილი
    [/xfgiven_playerads]
    კოპა დელ რეის 1/4-ფინალური წილისყრა - ვის შეხვდებიან "ვალენსია" და მამარდაშვილი
    Aa

    დღეს შედგა ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა, რომლის შედეგადაც 8 გუნდი დაწყვილდა.


    ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო "ვალენსიასა" და ბილბაოს "ატლეტიკის" ჯახი უნდა იყოს. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა კენჭისყრაში "ბარსელონას", "რეალისა" და "ატლეტიკოს" დარი გრანდები აირიდა, თუმცა "ღამურებს" ბასკებთანაც არ ელით იოლი მატჩი.


    სხვათა შორის, "ვალენსია" და "ბილბაო" ერთმანეთს კოპა დელ რეის გასულ გათამაშებაშიც შეხვდნენ. მათი გზები ნახევარფინალში გადაიკვეთა და "ლოს ჩემ" ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო.


    კოპა დელ რეის მეოთხედფინალის სხვა წყვილები ასეთია:


    რეალი - ატლეტიკო


    ბარსელონა - რეალ სოსიედადი


    სევილია - ოსასუნა


    გეტყვით, რომ დაპირისპირება ერთმატჩიანია და იგი იმ გუნდის სტადიონზე იმართება, რომელიც კენჭისყრაში პირველი ამოვიდა. მატჩები 24, 25 და 26 იანვარს ჩატარდება. 

    Facebook კომენტარები