• 21-03-2024
    საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია - გუნდის განაცხადში ორი ფეხბურთელი ვერ მოხვდა
    საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია - გუნდის განაცხადში ორი ფეხბურთელი ვერ მოხვდა

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის.

    ერთა ლიგის რეგლამენტის მიხედვით პლეი-ოფის მატჩში თითო გუნდმა 23-კაციანი განაცხადი უნდა წარადგინოს. ჩვენი გუნდის განაცხადში კი 26 მოთამაშე ირიცხება.

    ამ 26-დან დისკავლიფიკაციის გამო ავტომატურად ვარდება ხვიჩა კვარაცხელია.

    ვილი სანიოლმა დღეს ოფიციალური სამატჩო განაცხადი წარადგინა, საიდანაც საბა საზანოვი და ანრი მექვებიშვილი არიან მოხსნილნი.

    ასე გამოიყურება 23-კაციანი განაცხადი:

    მეკარეები; ლორია, მამარდაშვილი, გუგეშაშვილი.

    მცველები: კაკაბაძე, დვალი, კაშია, კვირკველია, გოჩოლეიშვილი, გველესიანი, ლოჩოშვილი.

    ნახევარმცველები: ქოჩორაშვილი, ალთუნაშვილი, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, მამუჩაშვილი, შენგელია, კანკავა, წიტაიშვილი.

    შემტევები: ზივზივაძე, მიქაუტაძე, ქვილითაია.

    Facebook კომენტარები