• 27-01-2023
    ანჩელოტი: "ატლეტიკოსთან" პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ"
    [/xfgiven_playerads]
    ანჩელოტი: "ატლეტიკოსთან" პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ"
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, გუშინ წლის პირველი მადრიდული დერბი შედგა, სადაც "რეალმა" "ატლეტიკოს" დამარცხებით კოპა დელ რეის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.


    "როხიბლანკო" ალვარო მორატას გოლით იგებდა, თუმცა როდრიგომ თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, იქ კი ქარიმ ბენზემამ და ვინისიუსმა "სამეფო კლუბს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანეს.


    აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, "ბლანკოსის" თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ მედიასთან საინტერესო რამ განაცხადა.


    "პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, ამიტომ მოდრიჩი შემტევებთან უფრო ახლოს დავაყენე, რომ ბევრი მომენტი შეგვექმნა.


    "ვერ ვხდები, როგორ შეიძლება, რომ გუნდმა ასე ცუდად ითამაშოს პირველ ნახევარში და შემდეგ, მატჩის მეორე ტაიმსა და დამატებით დროში ასე კარგად გამოიყურებოდის. არ ვიცი ეს რითი ავხსნა.


    "ბევრი შეხვედრის ჩატარება გვიწევს, ამიტომ ჩვენითვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია", - თქვა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები