28-01-2023

[/xfgiven_playerads]
ანჩელოტის მოთხოვნა, რომელიც კლუბმა არ დააკმაყოფილა - რა სურდა იტალიელს

ავტორი
ცნობილი და სანდო გამოცემა "Relevo" მადრიდის "რეალთან" დაკავშორებით ახალ ცნობებს ავრცელებს.
როგორც იწერება, გასულ ზაფხულს კარლო ანჩელოტის სურვილი ახალი შემტევის მოყვანა და თავდასხმის ხაზის გაძლიერება იყო.
თუმცა, როგორც წყარო იტყობინება, კლუბმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მხოლოდ ორელიენ ჩუამენისა და ანტონიო რუდიგერის ტრანსფერს დაჯერდა.
აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა გამოცემის ინფორმაციით, "სამეფო გუნდი" გარკვეული თანხის შენახვასა და მომავალში კილიან მბაპესა და ჯუდ ბელინგემის შეძენას გეგმავს.
Facebook კომენტარები