• 24-03-2024
    კუნდე ტრავმირებული არ აღმოჩნდა
    კუნდე ტრავმირებული არ აღმოჩნდა
    Author of the article
    Aa

    საფრანგეთის ნაკრებმა გუშინ გერმანიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და დამარცხდა, ანგარიშით 0:2.

    მატჩში მონაწილეობა "ბარსელონას" 3-მა ფეხბურთელმა მიიღო. მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ილქაი გიუნდოგანი 72 წუთის განმავლობაში დაიტვირთა, ჟიულ კუნდემ კი მოედანი 61-ე წუთზე დატოვა.

    წუხელვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფრანგმა მცველმა კოჭი დაიზიანა და მისი მინდვრიდან გასვლაც ამით იყო განპირობებული.

    საბედნიეროდ, აღნიშნული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. Telefoot-ის ინფორმაციით, ჟიულმა კოჭზე დარტყმა მართლაც მიიღო, თუმცა საქმე ტრავმასთან არ გვაქვს.

    ჟიულს კოჭი რომ გადაებრუნებინა, რამდენიმე კვირით მოუწევდა ლაზარეთში ყოფნა, ახლა კი შემდეგივე დღეებში ჩადგება მწყობრში.

    შეგახსენებთ, რომ "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები აქვს "პსჟ-სთან" სათამაშო, იქ კუნდეს ყოფნას კი სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება.

    Facebook კომენტარები