• 25-03-2024
    ფერმინ ლოპესს ინგლისის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან
    ფერმინ ლოპესს ინგლისის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან

    SPORT-ის ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, "ბარსელონას" ნახევარმცველს, ფერმინ ლოპესს ინგლისის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან.

    წყაროს თანახმად, 20 წლის ფეხბურთელზე ინფორმაცია მერსესაიდულმა "ევერტონმა" და ბირმინგემის "ასტონ ვილამ" გამოითხოვეს. ორივე კლუბი ზაფხულში გეგმავს აქტიურობას.

    სხვათა შორის, "ასტონ ვილას" ფერმინის დამატება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზეც უნდოდა, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" შეთავაზების განხილვაც არ ისურვეს.

    თავად ლოპესს "ბლაუგრანაში" უნდა წარმატების მიღწევა და სხვა კლუბებზე არც კი ფიქრობს.

    მიმდინარე სეზონში ფერმინმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ბარსას" იგი 6 გოლითა და 1 ასისტით დაეხმარა.

    Facebook კომენტარები