• 25-03-2024
    "ბარსელონას" კანსელუს იჯარის გახანგრძლივება უნდა
    "ბარსელონას" კანსელუს იჯარის გახანგრძლივება უნდა
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" ჟოაუ კანსელუს იჯარის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას ისურვებდა, - იუწყება Marca-ს ჟურნალისტი, ლუის ფელიპე როხო.

    კატალონიელებს არ შეუძლიათ იმ 25-30 მილიონი ევროს გადახდა, რომელსაც "მანჩესტერ სიტი" 30 წლის ფლანგელში იხდის. ეს სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამჟამინდელი მოცემულობა ასეთია.

    "ბარსასაც" და ჟოაუსაც სჯერათ, რომ "ქალაქელები" პორტუგალიელის ისევ განათხოვრებას დასთანხმდებიან.

    "ბლაუგრანას" იგივე გეგმა აქვს ჟოაუ ფელიქსთან მიმართებაშიც. იჯარაზე მათ მადრიდის "ატლეტიკოს" დათანხმება მოუწევთ.

    რაც შეეხება კანსელუს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ 32 მატჩში მან 4 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები