01-02-2023

[/xfgiven_playerads]
"ბარსელონამ" რობერტოს ახალი შეთავაზებით მიმართა

ავტორი
არაუხოს ტრანსფერი შეჩერებულია - "ბარსელონა" ფიფას ელოდება
ოფიციალურად: ჰექტორ ბელერინი "სპორტინგის" ფეხბურთელია
"ბარსელონამ" სერხი რობერტოს ახალი, ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, - იუწყება Mundo Deportivo.
ხელშეკრულების ვადა 1 წელს შეადგენს, მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება კი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ მატჩს ჩაატარებს სერხი "ბარსაში" 2023/2024 წლების სეზონში.
მაშასადამე, თუ ესპანელი უნივერსალი მატჩების დადგენილ რაოდენობას მიაღწევს, "კამპ ნოუზე" იგი 2025 წლამდე დარჩება.
30 წლის ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" მაისურით მიმდინარე სეზონში 18-ჯერ ითამაშა. მან 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსას" ვიცე-კაპიტნის შენარჩუნება გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის მოთხოვნაა. "მაესტროს" სერხი მისი უნივერსალურობის გამო მოსწონს
Facebook კომენტარები