• 26-06-2023
    კეინმა "ბაიერნს" მწვანე შუქი აუნთო
    კეინმა "ბაიერნს" მწვანე შუქი აუნთო
    Author of the article
    Aa

    Sky Germany-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იუწყება, რომ ჰარი კეინი მიუნხენის "ბაიერნის" პრიორიტეტულ სამიზნედ იქცა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე.

    წყაროს თანახმად, "ტოტენჰემის" ინგლისელი ფორვარდის შეძენა "რეკორდმაისტერისთვის" რთული ამოცანა იქნება, მაგრამ ბავარიელებმა ჰარისგან სიგნალი მიიღეს - ვარსკვლავს "ალიანც არენაზე" თამაში უნდა.

    "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ახლა შემდგომ ნაბიჯებს გეგმავს. მიუნხენში იმედოვნებენ, რომ 29 წლის შემტევს 100 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად ჩაიგდებენ ხელში.

    არადა, "დეზების" მფლობელმა დანიელ ლევიმ განაცადა, რომ ჰარის 110 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან. მოარული ხმების მიხედვით, "სპურსი" თავის ლიდერს 120-130 მილიონ ევროდ აფასებს.

    კეინს მადრიდის "რეალს" აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ "სამეფო კლუბის" ინტერესზე საუბარი აშკარად მინავლდა.

    აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში ჩატარებულ 49 მატჩში ინგლისელმა თავი 32 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები