• 02-04-2024
    ალონსო "ატლეტიკოს" შეუთანხმდა
    ალონსო "ატლეტიკოს" შეუთანხმდა

    როგორც გუშინ მოგახსენეთ, "ბარსელონა" და მარკოს ალონსო შეთანხმდნენ, რომ ვეტერანი ესპანელი გუნდს სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

    El Larguero-ს ინფორმაციით, 32 წლის მარცხენა მცველს ახალი გუნდიც ნაპოვნი ჰყავს.

    წყაროს თანახმად, ალონსო კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს. 

    შეგახსნებთ, რომ ესპანელი უნივერსალი "ბარსამ" 2022 წელს, ლონდონის "ჩელსიდან" დაიმატა. მან გუნდთან ერთად ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

    მიმდინარე სეზონში მარკოსს სულ 7 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული

    Facebook კომენტარები